N 6818-რს - 14/07/2020 - საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს ფარგლების გარეთ შესრულებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები (მომსახურება საქართველოს ფარგლების გარეთ გაწეულად მიიჩნევა, თუ მომსახურების გაწევის ადგილად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის საფუძველზე არ მიიჩნევა საქართველო და ოპერაცია არ ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით უკუდაბეგვრას).“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,14 ივლისი 2020 წ.
N6818-რს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე