ბრძანება N 11010

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2026
№ დოკუმენტი 11010
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავბის ვალდებულებადაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემიოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლის საფუძვლები და სამეურნეო ოპერაციების ეკონომიკური გავლენა (73-ე მუხლის მე-9 ნაწილი)შემოსავლების/ხარჯების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდითმიღებული/მისაღები ანაზღაურება (მ.შ. სუბსიდია)ხარჯები რომლებიც გამოიქვითებასაგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაპროპორციული ჩათვლადღგ-ის ჩათვლის ზოგადი პრინციპებიდასაბეგრი ოპერაციის კორექტირებადღგ - ს გადამხდელად ნებაყოფლობითი / სავალდებულო რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმებასაქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა

📜 საკანონმდებლო ნორმები

პირველადი საგადასახადო დოკუმენტიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესისაქონლის მიწოდებამომსახურების გაწევადასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციადღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესიდღგ-ის პროპორციული ჩათვლადღგ-ის ჩათვლის უფლებადღგ-ის თანხის კორექტირებასაგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიშემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები

📄 სრული ტექსტი

N 11010

19 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 30 აპრილის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ---) 2026 წლის 30 აპრილის №102093/1/2026 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 31 მარტის №024-16 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ კომპანიამ პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო 2025 წლის აპრილის თვეში, რასაც მოწმობს საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალური ამონაწერის, საბანკო ამონაწერისა და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების თარიღები. ასევე, მიუთითებს, რომ კომპანია, საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროებს სურსათის ეროვნული სააგენტოდან ნებართვას, რომელიც მიღებული აქვს 2025 წლის აპრილის თვეში. განმარტავს, რომ ჟურნალი, რომლითაც შემოწმებამ იხელმძღვანელა არ შეესაბამება რეალობას, რადგან აღნიშნული ჟურნალის წარმოება განპირობებულია მხოლოდ საბანკო კრედიტის მისაღებად. აცხადებს, რომ ვინაიდან, კომპანიის მიერ 2025 წლის განმავლობაში დეკლარირებული ბრუნვები და საბანკო ოპერაციები არ იყო საკმარისი კრედიტის დასამტკიცებლად, კრედიტ ოფიცერმა მოითხოვა ჟურნალები. ამასთან, განმარტავს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ხარჯი ჩასმულია შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, თუმცა, საბაზრო ღირებულების 75%-ის ნაცვლად გათვალისწინებულია თვითღირებულების 75%, კერძოდ, საბაზრო ფასიდან ამოღებულია ფასნამატი და შემდეგ არის გაანგარიშებული 75%. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდის ცვლილებით შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, თუმცა, შემოწმების პროცესში, ჩათვლების ნაწილში, შემოწმების მიერ დადგენილი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მომწოდებლების მიერ არ იყო სრულად გამოწერილი, აღნიშნულმა კი გამოიწვია დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირება. მიუთითებს, რომ დღეის მდგომარეობით მომწოდებლების მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურები. ითხოვს მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 16 დეკემბრის №27592 და 2026 წლის 2 მარტის №4759 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის 8 მაისიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 30 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 31 მარტის №7228 ბრძანება და ამავე თარიღის №024-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 202 366 ლარი, მათ შორის, გადასახადი 135 959 ლარი, ჯარიმა 54 796 ლარი, საურავი 11 611 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა მინერალური სასუქებით, მცენარეთა დაცვის საშუალებებით. კომპანია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2025 წლის 15 ნოემბრიდან. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. გადამხდელმა შემოწმებას მიაწოდა საბანკო ამონაწერები და სხვადასხვა ახსნა-განმარტებები. გადამხდელი საქონლის შეძენას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის №092020925001 საქმე გადამხდელის მიერ ფალსიფიკაციის, კერძოდ, მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლის ფაქტზე, ჩადენილი ანგარებით. გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრის მიზნით შესწავლილ იქნა ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც შემოწმების მიმდინარეობისას აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა საგამოძიებო სამსახურმა (ე.წ. „შავი ჩანაწერები“), ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ 2025 წლის 16 დეკემბრის №27560 ბრძანების საფუძველზე გადამხდელის კუთვნილ ობიექტებში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მასალები და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ასევე, საქმეში არსებული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები, რომლის მიხედვით უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 2025 წლის 2 მარტს აჭარბებს 100 000 ლარს, შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნული თარიღით განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პირველადი თარიღი (ნაცვლად გადამხდელის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღისა, კერძოდ, 2025 წლის 15 ნოემბერი). შედეგად, გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისას, განისაზღვრა 327 541 ლარის ოდენობით, ხოლო გადამხდელის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 2 030 ლარით.

შემოწმების მიერ 2025 წლის 2 მარტით განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 282-ე მუხლებით განსაზღვრული ჯარიმა.

 გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. შესაბამისად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, მიღებულად ჩაითვალა ზემოხსენებული მასალების საფუძველზე საქონლის რეალიზაციის საერთო თანხა.

ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს უმეტეს საქონელზე არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი შესყიდვის დოკუმენტები, ხოლო დანარჩენ საქონელზე სრულყოფილად ვერ ხერხდება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით შემოსავლების იდენტიფიცირება, რომლის რეალიზაციის შედეგად არის აღნიშნული მიღებული. შესაბამისად, ხარჯები განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და ხარჯად ჩაითვალა რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულების 75%. ამასთან, აღნიშნული საკითხი შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №9-ის მიხედვით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადამხდელს 2025 წლის დეკემბრის თვეში მიღებული და დადასტურებული აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა---- (თანხით 16 200 ლარი, დღგ-ის თანხა 2 471 ლარი). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი ბეტონი გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულია როგორც ძირითადი საშუალება. გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხა (2 471 ლარი) სრულად არის ჩათვლილი იმავე პერიოდში. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება აქვს და ასევე, ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც ეს უფლება არ აქვს. შესაბამისად, გადამხდელს უნდა განეხორციელებინა დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომლებზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება. შემოწმებით, დღგ-ის თანხის ჩასათვლელი ნაწილის პროცენტი შეადგენს 31%. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ყოველწლიურად ჩასათვლელი დღგ-ის თანხა უძრავ ნივთზე გაიანგარიშება ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით, შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 179-ე მუხლების საფუძველზე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

2. დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ელექტრონული პროგრამით და არ გააჩნია სრულყოფილი საბუღალტრო ჩანაწერები. საგამოძიებო სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე გადამხდელის მიერ ფალსიფიკაციის, კერძოდ, მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლის ფაქტზე, ჩადენილი ანგარებით.

საქმეში არსებული მასალების შესწავლით გამოვლინდა დღგ-ით დასაბეგრი შემოსავლები, რომლის მიხედვით უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 2025 წლის 2 მარტს აჭარბებს 100 000 ლარს, შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნული თარიღით განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პირველადი თარიღი (ნაცვლად 2025 წლის 15 ნოემბრისა). შედეგად, გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისას, განისაზღვრა 327 541 ლარის ოდენობით, ხოლო გადამხდელის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 2 030 ლარით.

ამასთან, საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისა და დებიტორულკრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, მიღებულად ჩაითვალა საქონლის რეალიზაციის საერთო თანხა. ასევე, დადგინდა, რომ გადამხდელს უმეტეს საქონელზე არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი შესყიდვის დოკუმენტები, ხოლო დანარჩენ საქონელზე სრულყოფილად ვერ ხერხდება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით შემოსავლების იდენტიფიცირება, რომლის რეალიზაციის შედეგად არის აღნიშნული მიღებული. შესაბამისად, ხარჯად ჩაითვალა რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულების 75% და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონით დადგენილი წესით, ხოლო მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, კერძოდ, შემოწმების მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დადგენა, ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლის შედეგად რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულების 75%-ის ხარჯად ჩათვლა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ ძირითადი საშუალება დასაბეგრი პირის მიერ გამოიყენება ან გამიზნულია გამოსაყენებლად ისეთი ოპერაციებისთვის, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება, ასევე ოპერაციებისთვის, რომელზეც ეს უფლება არ აქვს და ამ ოპერაციების გამიჯვნა შეუძლებელია, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) თუ დასაბეგრი პირის მიერ წინა საგადასახადო წლის მიხედვით ოპერაციების თანხა, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ს ჩათვლის მიღების უფლება, საერთო ბრუნვის (საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ჯამური თანხა, დღგ-ის გარეშე) 20 პროცენტზე ნაკლებია, პირს უფლება აქვს, ძირითად საშუალებაზე პირველივე საანგარიშო პერიოდში სრულად მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, ამასთანავე, ყოველი კალენდარული წლის ბოლოს გასაუქმებელი დღგ-ის თანხა განსაზღვროს კალენდარული წლის საერთო ბრუნვის თანხაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას არ აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება;

ბ) დასაბეგრ პირს, გარდა ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, უფლება აქვს ძირითად საშუალებაზე მიიღოს დღგ-ის ჩათვლა მხოლოდ ყოველი კალენდარული წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვაში იმ დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წილის პროპორციულად, რომელზეც მას აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნებისთვის ყოველწლიურად გასაუქმებელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) ან ჩასათვლელი (ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში) დღგ-ის თანხა გაიანგარიშება უძრავ ნივთზე – ექსპლუატაციაში მიღების წლიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში, დღგ-ის თანხის ერთი მეათედის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის მიხედვით:

1. დღგ-ით დასაბეგრი თანხა და, შესაბამისად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა კორექტირდება, თუ შეიცვალა ის გარემოებები/ფაქტორები, რომელთა საფუძველზეც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი თანხა.

2. დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება ხორციელდება კორექტირების გამომწვევი გარემოების დადგომის საანგარიშო პერიოდში.

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უქმდება და არ კორექტირდება ამ კოდექსით დადგენილი წესით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის ან საქონლის დანაკარგის არსებობის შემთხვევაში.

4. დღგ-ით დასაბეგრი თანხის კორექტირების შემთხვევებს, აგრეთვე დოკუმენტის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელს 2025 წლის დეკემბრის თვეში მიღებული და დადასტურებული აქვს საგადასახადო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა ---- (თანხით 16 200 ლარი, დღგ-ის თანხა 2 471 ლარი). აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილი ბეტონი გადამხდელის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულია როგორც ძირითადი საშუალება. გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დღგ-ის თანხა სრულად არის ჩათვლილი იმავე პერიოდში.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება აქვს და ასევე, ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც ეს უფლება არ აქვს. შესაბამისად, გადამხდელს უნდა განეხორციელებინა დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება.

შემოწმებით, დღგ-ის თანხის ჩასათვლელი ნაწილის პროცენტი შეადგენს 31%. შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა ზედმეტად შემცირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე დღგის თანხის ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციაზე და საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულია შესამოწმებელ პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო დანარჩენი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც არ არის გამოწერილი შესამოწმებელ პერიოდზე, არ იქნა გათვალისწინებული დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას ხარჯი ჩასმულია შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით, თუმცა, საბაზრო ღირებულების 75%-ის ნაცვლად გათვალისწინებულია თვითღირებულების 75%, კერძოდ, საბაზრო ფასიდან ამოღებულია ფასნამატი და შემდეგ არის გაანგარიშებული 75%. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.

2. გადასახადის გადამხდელი დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პერიოდის ცვლილებით ითხოვს მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში დღგ-ის ჩასათვლელი თანხების გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალების შესწავლით განისაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის პირველადი თარიღი (ნაცვლად 2025 წლის 15 ნოემბრისა). შედეგად, გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისას, განისაზღვრა 327 541 ლარის ოდენობით, ხოლო გადამხდელის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა 2 030 ლარით.

ამასთან, საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის შესწავლისა და დებიტორულკრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, მიღებულად ჩაითვალა საქონლის რეალიზაციის საერთო თანხა. ასევე, დადგინდა, რომ გადამხდელს უმეტეს საქონელზე არ გააჩნია ხარჯის დამადასტურებელი შესყიდვის დოკუმენტები, ხოლო დანარჩენ საქონელზე სრულყოფილად ვერ ხერხდება იმ საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით შემოსავლების იდენტიფიცირება, რომლის რეალიზაციის შედეგად არის აღნიშნული მიღებული. შესაბამისად, ხარჯად ჩაითვალა რეალიზებული პროდუქციის საბაზრო ღირებულების 75% და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სალაროში დარჩენილი არაგონივრული ნაშთი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება აქვს და ასევე, ისეთი საქონლის რეალიზაციას, რომელზეც ეს უფლება არ აქვს. შესაბამისად, გადამხდელს უნდა განეხორციელებინა დღგ-ის თანხის მხოლოდ იმ ნაწილის ჩათვლა, რომელიც მიეკუთვნება ოპერაციებს, რომელზეც აქვს დღგ-ის ჩათვლის მიღების უფლება. შემოწმებით, დღგ-ის თანხის ჩასათვლელი ნაწილის პროცენტი შეადგენს 31%. შედეგად, შემოწმების მიერ დაკორექტირდა ზედმეტად შემცირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 165 (1,2); 159 (1); 163 (1,2); 164 (1); 101 (1); 154 (1); 105 (2); 72 (1); 174; 176; 177 (5); 179; 180 (1).