ანგარიშ-ვალდებული პირები (ნორმის ზევით გაცემული სამივლინებო თანხა ხელფასთან გათანაბრებულია) N 0901
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ანგარიშ-ვალდებული პირები N 0901
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ დაქირავებულზე ნორმის ზევით გაწეული სამივლინებო ხარჯი არ ჩათვალა ხელფასად და არ დაბეგრა გადახდის წყაროსთან.
შეფასება
· სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში“;
· ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოდექსი განსაზღვრავს, რომ აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებს ზევით წარმოადგენს სარგებელს და იბეგრება, როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.
ღონისძიებები
· დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.