N 286 - 16/09/2026 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №286
2026 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №IV-01-ის „განაყოფი III. აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. 77-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,თ“ და ,,თ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მე-7 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ექვემდებარება გადაანგარიშებას საქონლის იმპორტისას ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად ან/და აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია იმპორტისათვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე;
თ1) 71 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება გადაანგარიშებას ფაქტობრივად განხორციელებული აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად ან/და აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია ადგილობრივი აქციზური საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე;“.
3. 812 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის VIII თავის შესაბამისად, აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერისას, აქციზური მარკები ითვლება უტილიზებულად და არ ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას, ხოლო ამ საქონელზე გადახდილი აქციზი ექვემდებარება შემცირებას ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01-ით გათვალისწინებული აქციზის დეკლარაციით.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე