N 4547-Iს - 19/04/2011 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 19.04.2011
№ დოკუმენტი 4547-Iს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილე ბებ ისა და დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1 . საქართველოს საგადასახადო კოდექს ში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე , №54 , 12 .10 .2010 , მუხ. 343 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 188-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

3. 190-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქონლის იმპორტისას აქციზი გადაიხდება იმპორტის გადასახდელისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.“.

4. 194-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) აქციზური საქონლის ექსპორტი მხოლოდ იმ საანგარიშო პერიოდისათვის, რომლისთვისაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ა.ა) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში აღნიშნული აქციზის თანხის მომწოდებლისათვის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტირებული აქციზური საქონლის წარმოებისათვის გამოყენებულ იქნა სხვა პირის მიერ წარმოებული სხვა აქციზური საქონელი (ნედლეული));

ა.ბ) სასაქონლო დეკლარაციას საქონლის ექსპორტში გაშვების შესახებ;“.

5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2261 მუხლი:

„მუხლი 2261 . შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფი

შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტის მომსახურების ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

 

თბილისი,2011 წლის 19 აპრილი.

№4547-Iს