N 7132-Iს - 16/09/2020 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 16.09.2020
№ დოკუმენტი 7132-Iს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,16 სექტემბერი 2020 წ.

N7132-Iს