საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევა N 2205

2205 საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევა - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 2205
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევა N 2205

ფაქტობრივი გარემოებები

•საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა საწარმოში ჩაატარა საკონტროლო შესყიდვა და შეიძინეს 26 ლარის ღირებულების საქონელი

•საწარმოს მოლარის მიერ აღნიშნულ შესყიდვაზე ამობეჭდილ იქნა 2,6 ლარის ჩეკი

შეფასება

•სახეზეა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევა (ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენება)

ღონისძიებები

•საწარმო დაჯარიმდება ფაქტიურად გადახდილ და ჩეკში აღნიშნულ თანხას შორის დაფიქსირებული სხვაობის 100-მაგი ოდენობით, მაგრამ არა უემტეს 200 ლარისა, ანუ (26 ლარი - 2.60 ლარი) X 100=2340 ლარი, რაც მეტია 200 ლარზე, შესაბამისად პირი უნდა დაჯარიმდეს მხოლოდ 200 ლარით, სსკ-ის 139-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე