N 3958-XIIIმს-Xმპ - 15/12/2023 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 871 ნაწილი:
„871. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ საქართველოში კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის გამოსყიდვის მიზნით აღნიშნული სამინისტროს მიერ გადახდილი თანხით სტუდენტის მიერ მიღებული სარგებელი, აგრეთვე ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩამოწერით მიღებული სარგებელი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,15 დეკემბერი 2023 წ.
N3958-XIIIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე