N 366 - 21/07/2021 - „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №366
2021 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
„საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრის, მისთვის ნებადართული საქმიანობისა და ცალკეული ხარჯების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 ოქტომბრის №619 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/10/2020, 200000000.10.003.022337) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საწარმოსთვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის“ (დანართი №1):
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შეიძლება, მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ვირტუალური ზონის პირს, ასეთ შემთხვევაში, უქმდება ვირტუალური ზონის პირის სტატუსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება ეგზავნებათ განმცხადებელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ − საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე პირს მიენიჭა ვირტუალური ზონის პირის სტატუსი.“;
ბ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მინიჭების მომენტიდან.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმბელო მაცნე