N 456 - 16/09/2022 - „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №456
2022 წლის 16 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022038) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ − „ე“ ქვეპუნქტები:
„გ) უცხო ქვეყნის სახელმწიფო ორგანოს ან/და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ იმპორტში დეკლარირებულ საბურავებზე;
დ) ჰუმანიტარული მიზნით ან გრანტის სახით იმპორტში დეკლარირებულ საბურავებზე;
ე) სახელმწიფო უწყების (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი) მიერ იმპორტში დეკლარირებულ საბურავებზე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე