ქონების გადასახადი ძირითად საშუალებებზე გადახდილ დღგ-ზე N 1415

1415 ქონების გადასახადი ძირითად საშუალებებზე გადახდილ დღგ-ზე - (ძალადაკარგული) 07.04.2011
№ დოკუმენტი 1415
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ქონების გადასახადი ძირითად საშუალებაზე გადახდილ დღგ-ზე N 1415

ფაქტობრივი გარემოებები

· საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით შეძენილია ძირითადი საშუალებისათვის განკუთვნილი ამორტიზებადი აქტივი

· პირმა, ამ ანგარიშფაქტურის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არ განახორციელა და აქტივის შეძენის წელსვე დღგ-ის თანხა მთლიანად გამოქვითა ერთობლივი შემოსავლიდან (სხვა ხარჯების სახით)

· პირმა ქონების გადასახადის გაანგარიშებისას ძირითადი საშუალებების ღირებულებაში არ შეიყვანა მასზე გადახდილი და ჩაუთვლელი დღგ

· ვარიანტი: 1 პირი დღგ-ის გადამხდელია და შეძენილი აქტივი გათვალისწინებულია ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისაგან გათავისუფლებულ ოპერაციებში გამოსაყენებლად. თუმცა ტექნიკურად შესაძლებელია მისი გამოყენება ჩათვლის უფლებით დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებშიც

· ვარიანტი: 2 პირი არაა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული

შეფასება

· სსკ-ის მიხედვით ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება

· ბასს-ის მიხედვით (ბასს 16, ნაწილი 16) ,,ძირითადი საშუალებების თვითღირებულება მოიცავს მისი შესყიდვის ფასს, საიმპორტო ბაჟისა და დაუბრუნებადი გადასახადების ჩათვლით"

· პირველ ვარიანტში: გადახდილი დღგ წარმოადგენს დაბრუნებად გადასახადს და ამიტომ ის არ წარმოადგენს აქტივის ღირებულებაში შესატან დანახარჯს

· მე-2 ვარიანტში: დღგ არ წარმოადგენს დაბრუნებად გადასახადს. შესაბამისად, ჩაუთვლელი დღგ-ის თანხა წარმოადგენს აქტივის ღირებულებაში შესატან დანახარჯს

ღონისძიებები

· პირველ ვარიანტში: პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება

· მე-2 ვარიანტში:

- უნდა გაიზარდოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ქონების ღირებულება;

- თუ პირი არ იყენებს 100%-იანი გამოქვითვის წესს, მაშინ ასევე უნდა გადაანგარიშდეს (შემცირდეს) გამოსაქვითი ხარჯი

· მე-2 ვარიანტში: მოგების და ქონების გადასახადების შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად