ხელფასად დაკვალიფიცირებული ხარჯების დაბეგვრა N 2645

2645 ხელფასად დაკვალიფიცირებული ხარჯების დაბეგვრა 02.03.2017
№ დოკუმენტი 2645
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ხელფასად დაკვალიფიცირებული ხარჯების დაბეგვრა N 2645

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X“-მა 2017 წლის იანვრის თვეში რესტორანს აუნაზღაურა 13 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) - თანამშრომელთა საახალწლო წვეულების ღირებულება. საწარმოს საგადასახადო ანგარიშგება იანვრის თვის საანგარიშო პერიოდზე არ მოუხდენია.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.“.

· აღნიშნულიდან გამომდინარე, რესტორნისთვის გადახდილი თანხა ჩაითვლება საწარმოს თანამშრომლების ხელფასად და გადახდის მომენტში დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით.

ღონისძიებები

· პირს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის. ამასთან, პირს მოგების გადასახადში დამატებითი საგადასახადო ვალდებულება არ დაეკისრება.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით