გადაწყვეტილება №24066/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24066/2/2024
31 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ს 7.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24066/2/2024).
დავის საგანი:
უარი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დავალიანების ჩამოწერაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 9.09.2024 წლის №ID:------ გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 3.10.2024 წლის №21703 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 11 162,81 ლარი.
მათ შორის:
ბუნებ. რესურ. სარგებ. მოსაკრებელი - 4 163,76
ჯარიმა - 3 416,84
საურავი - 3 582,21
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივანმა 9.09.2024 წელს ID:------ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადების ნაწილში როგორც 1.01.2021 წლის, ასევე 9.09.2024 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება, ხოლო 9.09.2024 წლის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული დავალიანება, სულ 11 162.81 ლარი, მათ შორის, მოსაკრებელი 4 163.76 ლარი, ჯარიმა 3 416.84, საურავი 3 582.21 ლარი.
ვინაიდან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში არსებული დავალიანება არ განიხილება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად დავალიანების ჩამოწერის მიზნებისათვის, მომჩივნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 9.09.2024 წლის ID:------ გადაწყვეტილებით.
აღნიშნული გადაწყვეტილება 13.09.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.10.2024 წლის №21703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანების 91 მუხლის მე-8 პუნქტზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომსახურების დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადების ნაწილში, როგორც 1.01.2021 წლის, ასევე 9.09.2024 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. ხოლო 9.09.2024 წლის მდგომარეობით გპაბ-ზე დარიცხული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავალიანების ჩამოწერისას არ გაითვალისწინება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
9.09.2024 მობილურ ტელეფონზე მიიღო შეტყობინება („გაცნობებთ, რომ ს/ნ -------- ; 9.09.2024 წლის 09:52 საათის მდგომარეობით, გერიცხებათ საბიუჯეტო დავალიანება 11 162.81 ლარის ოდენობით“). აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია 1.01.2021 წლამდე, დღეის მდგომარეობით უკვე აღიარებულად ითვლება და დღესაც არსებობს.
საგადასახადო კოდექსი საერთოდ არ ცნობს საბიუჯეტო დავალიანების ცნებას. საგადასახადო კოდექსის თანახმად არსებობს მხოლოდ საგადასახადო დავალიანება. რაც შეეხება მოსაკრებელს - ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი თავისი ბუნებით სრულად შეესაბამება გადასახადის ბუნებას ამიტომაც არის, რომ ამ კონკრეტულ მოსაკრებელზე სრულად ვრცელდება საგადასახადო კოდექსი, მისი დარიცხვის და ამოღების წესი, ასევე გირავნობა და ყველა ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო კოდექსით და შემოსავლების სამსახურის მხოლოდ ადმინისტრირება კი არ ევალება როგორც სხვა მოსაკრებლის შემთხვევაში არამედ ყველა იმ ქმედებას ახორციელებს, რომელსაც გადასახადების ნაწილში ევალება.
მომჩივანი ითხოვს, ვინაიდან დღეის მდგომარეობით აღიარებულად ითვლება ეს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწეროს, რადგან იგი სრულად შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
შემოსავლების სამსახურის უფროსის 18.05.2016 წლის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების 91 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავალიანების ჩამოწერისას, მოსაკრებლის და ადმინისტრაციული ჯარიმის ბარათის ნარჩენი ან/და ზედმეტობა არ გაითვალისწინება.
მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსი საერთოდ არ ცნობს საბიუჯეტო დავალიანების ცნებას. საგადასახადო კოდექსის თანახმად არსებობს მხოლოდ საგადასახადო დავალიანება. რაც შეეხება მოსაკრებელს - ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელი თავისი ბუნებით სრულად შეესაბამება გადასახადის ბუნებას ამიტომაც არის, რომ ამ კონკრეტულ მოსაკრებელზე სრულად ვრცელდება საგადასახადო კოდექსი, მისი დარიცხვის და ამოღების წესი, ასევე გირავნობა და ყველა ვალდებულება განისაზღვრება საგადასახადო კოდექსით და შემოსავლების სამსახურის მხოლოდ ადმინისტრირება კი არ ევალება როგორც სხვა მოსაკრებლის შემთხვევაში არამედ ყველა იმ ქმედებას ახორციელებს, რომელსაც გადასახადების ნაწილში ევალება.
საბჭო იზიარებს მომსახურების დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის პოზიციას იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დავალიანების ჩამოწერისას, მოსაკრებლის და ადმინისტრაციული ჯარიმის ბარათის ნარჩენი ან/და ზედმეტობა არ გაითვალისწინება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დავალიანების, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, ჩამოწერაზე მომსახურების დეპარტამენტის უარი მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს, ვინაიდან დღეის მდგომარეობით აღიარებულად ითვლება ეს საგადასახადო დავალიანება ჩამოეწეროს, რადგან იგი სრულად შეესაბამება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანმა 9.09.2024 წელს განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადების ნაწილში როგორც 1.01.2021 წლის, ასევე 9.09.2024 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის პირადი აღრიცხვის ბარათზე 1.01.2021 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება, ხოლო 9.09.2024 წლის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული დავალიანება, სულ 11 162.81 ლარი, მათ შორის, მოსაკრებელი 4 163.76 ლარი, ჯარიმა 3 416.84, საურავი 3 582.21 ლარი.
ვინაიდან ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელში არსებული დავალიანება არ განიხილება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად დავალიანების ჩამოწერის მიზნებისათვის, მომჩივნის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც ეცნობა მომსახურების დეპარტამენტს..
აღნიშნული გადაწყვეტილება 13.09.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.10.2024 წლის №21703 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის დავალიანების, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძვლით, ჩამოწერაზე მომსახურების დეპარტამენტის უარი მართებულია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადოკოდექსის შემდეგ ნორმებს :
309(37)