N 177 - 12/04/2011 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 12.04.2011
№ დოკუმენტი 177
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2011 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, №33, III ნაწილი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დადგენილების 16 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში“:

ა) 77-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1678783597422 {width: 518.25pt; margin: 0 auto !important; },,77

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ავტოსატრანსპორტო საშუალების განთავსებასთან დაკავშირებული მომსახურება

 

ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – 80 ლარი“;

 

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 81-ე გრაფა:

 

#assignedTableId-1678783610744 {width: 519pt; margin: 0 auto !important; }

,,81

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის, საწარმოო დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების,საქონლის გამოსავლიანობისა და საწარმოო პროცესთან დაკავშირებული სხვა ტექნიკური ნორმების დადგენა

 

ერთი თვე

 

5 000 ლარი.“.

 

მუხლი 2

1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 6 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური