N 502 - 14/08/2020 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №502
2020 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. 119 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 120 – 123 მუხლები:
„მუხლი 120. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 126-ე – 132-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები არ ვრცელდება სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე.
მუხლი 121. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 126-ე – 132-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურები გადახდილი უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვის თვის მომდევნო კალენდარული თვის 5 რიცხვამდე.
მუხლი 122. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 104-ე – 120-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს მომსახურების გაწევიდან 1 სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 123
1. შემოსავლების სამსახურმა არაუგვიანეს 2020 წლის 15 სექტემბრისა უზრუნველყოს:
ა) გადასახადის გადამხდელის მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათზე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული დავალიანების შემცირება, მაგრამ არაუმეტეს შემცირების თარიღისთვის არსებული ნაშთის ოდენობისა;
ბ) გადასახადის გადამხდელის მომსახურების საფასურის აღრიცხვის ბარათზე 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ზედმეტობის შემცირება, მაგრამ არაუმეტეს შემცირების თარიღისთვის არსებული ზედმეტობის ოდენობისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაბამისი გარემოების არსებობისას, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს მონაცემების შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების აღრიცხვის ბარათის კორექტირებას.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) 90-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;
ბ) 125-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 126-ე – 132-ე გრაფები:
#assignedTableId-1679736254526 {width:525.0pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„126
„eCustoms-სა“ და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული გეოგრაფიული არეალისა და საქმიანობების მიხედვით აგრეგირებული სტატისტიკური ინფორმაციის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის საშუალებით მიწოდება
1 მოთხოვნა – 0,05 ლარი
127
სესხის გაცემისას ფიზიკური პირის (მსესხებლის) გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნით გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში ფიზიკური პირის (მსესხებლის) შესახებ არსებული და დამუშავებული ინფორმაციის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის საშუალებით მიწოდება
ერთ პირზე ინფორმაციის მოთხოვნა – 0,4 ლარი
128
„eCustoms-სა“ და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დეკლარაციის შესახებ დამუშავებული ინფორმაციის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის საშუალებით მიწოდება
ერთ პირზე ინფორმაციის ინიციირება 0,4 ლარი + 1 ლარი,აღნიშნული მოთხოვნით გათვალისწინებულ ერთ დოკუმენტზე, მაგრამ არაუმეტეს 20 ლარისა
129
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის შესახებ დამუშავებული ინფორმაციის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის საშუალებით მიწოდება
მოთხოვნის ინიციირება 0,4 ლარი + 0,05 ლარი,აღნიშნული მოთხოვნით გათვალისწინებულ ერთ დოკუმენტზე, მაგრამ არაუმეტეს 20 ლარისა
130
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული სასაქონლო ზედნადების შესახებ დამუშავებული ინფორმაციის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის საშუალებით მიწოდება
მოთხოვნის ინიციირება 0,4 ლარი + 0,05 ლარი,აღნიშნული მოთხოვნით გათვალისწინებულ ერთ დოკუმენტზე, მაგრამ არაუმეტეს 20 ლარისა
131
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საგადასახადო დოკუმენტის შესახებ დამუშავებული ინფორმაციის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის საშუალებით მიწოდება
მოთხოვნის ინიციირება 0,4 ლარი + 0,05 ლარი,აღნიშნული მოთხოვნით გათვალისწინებულ ერთ დოკუმენტზე, მაგრამ არაუმეტეს 20 ლარისა
132
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული სალარო აპარატის Z - რეპორტების შესახებ დამუშავებული ინფორმაციის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემის საშუალებით მიწოდება
მოთხოვნის ინიციირება 0,4 ლარი + 0,05 ლარი,აღნიშნული მოთხოვნით გათვალისწინებულ ერთ დოკუმენტზე, მაგრამ არაუმეტეს 20 ლარისა.“.
მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 120 და 121 მუხლებისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 120 და 121 მუხლები და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია