საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის გამოტანა ფიზიკური პირების მიერ (ლიკვიდაცია) N 1604

1604 საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის გამოტანა ფიზიკური პირების მიერ (ლიკვიდაცია) 26.10.2010
№ დოკუმენტი 1604
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საწესდებო კაპიტალში ქონებრივი შენატანის გამოტანა ფიზიკური პირების მიერ (ლიკვიდაცია) N 1604

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელი საწარმოს 100% წილის მფლობელია 1 ფიზიკური პირი

•კაპიტალში ქონებრივი შენატანია - უძრავი ქონება - შეფასებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ 5 000 ლარად

•მიღებულია გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ დაფუძნებიდან 3 წლის შემდეგ

•პირველ ვარიანტში: ლიკვიდაციისას, იგივე აქტივი საბაზრო ღირებულებით - 5 000 ლარი - გაიტანა დამფუძნებელმა ისე, რომ საწარმოს მიერ დაბეგვრა/წყაროსთან დაკავება არ მომხდარა

•მეორე ვარიანტში: ლიკვიდაციისას, იგივე აქტივი საბაზრო ღირებულებით - 6 000 ლარი - გაიტანა დამფუძნებელმა ისე, რომ საწარმოს მიერ დაბეგვრა/წყაროსთან დაკავება არ მომხდარა

შეფასება

•ორივე ვარიანტში: საწარმოსათვის გადასახადებით (დღგ, მოგების გადასახადი) დასაბეგრი ობიექტი გამოითვლება ლიკვიდაციისას გატანილი ქონების საბაზრო ფასით

•ორივე ვარიანტში: შენატანის უკან დაბრუნება არ ჩაითვლება დივიდენდად და საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკური პირის მიმართ წყაროსთან დაკავების ვალდებულება არ წარმოიშობა

•მეორე ვარიანტში: ფიზიკური პირის ნამეტი (6000-5000) გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან (სსკ 168-ე მუხლი)

ღონისძიებები

•ორივე ვარიანტში: უნდა დაზუსტდეს საწარმოს დასაბეგრი მოგება და დღგ-ის ბრუნვა

•საწარმო დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაცია(ებ)ში გადასახადის შემცირების შემთხვევაში (სსკ 132-ე მუხლი)