ბრძანება N 26814
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26814
31 .10. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ -------------ის (პ/ნ -----------------)
(მის.: ------------------------------------)
2023 წლის 16 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №110) განიხილა ფ/პ -------------ის (პ/ნ -----------------) 2023 წლის 16 ოქტომბრის №173386/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 აგვისტოს №058-1 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ არ ჰყავდა ბუღალტერი და გამორჩა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ვინიდან შემოწმებით გადასახდელად დარიცხული თანხები ზედმეტად მაღალია, ითხოვს მის ნაწილობრივ შემცირებას და დარიცხული თანხების მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დატოვებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივნისის №14998 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ -------------ის (პ/ნ -----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 28 ივლისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 8 აგვისტოს №19430 ბრძანება და ამავე თარიღის №058-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 63 609 ლარი, მათ შორის, გადასახადი 45 897 ლარი, ჯარიმა 13 948 ლარი, საურავი 3 764 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
● ----------ი ინდ. მეწარმედ რეგისტრირებულია 2022 წლის 12 დეკემბერს. დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული არ არის. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით მისი საქმიანობის სახეა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით. შესამოწმებელი (01.01.2020-01.06.2023) პერიოდის ჭრილში პირის მიერ პროექტების ფარგლებში შემდგარი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, სულ მიწოდებულია 308 917 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) საქონელი/მომსახურება. გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციებით მიღებულმა ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადაჭარბა 2022 წლის 8 დეკემბერს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
● 2022 წლის 12 დეკემბერს გამოწერილი აქვს ერთი ზედნადები სსიპ ,,-----------------ის'' - მიწოდებული აქვს ვერცხლის და ოქროს მედლები ჩასადებებით, ჯამში 91 143 ლარის. შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს ერთი სასაქონლო ზედნადები, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას არ უკავშირდება. გადამხდელის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, --------ს ევალება საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა, თუმცა დეკლარირება არ განუხორციელებია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალის ინფორმაციით -----------ს ეკონომიკური აქტივობა უფიქსირდება ინდ.მეწარმედ რეგისტრაციამდე - მონაწილეობა აქვს მიღებული ელექტრონულ ტენდერებში და დადებული აქვს გარიგებები. კერძოდ, 2022 წლის 27 ივნისს ხელშეკრულებაა დადებული შპს ,,--------თან“ (ს/ნ -----------), რომლის მიხედვით ------------ს უნდა მიეწოდებინა სამი ცალი საზღვაო კონტეინერი თანმდევი მონტაჟის მომსახურებით - დაკვეთის ღირებულება განისაზღვრა 60 640 ლარი; 2022 წლის 26 ივლისს ხელშეკრულება დაიდო სსიპ ,,-----------------თან“ საკვების, სასმელებისა და თამბაქოს გადამამუშავებელი მანქანა-დანადგარების და მათთან დაკავშირებული ნაწილების შესყიდვასთან დაკავშირებით - დაკვეთის ღირებულება განისაზღვრა 50 090 ლარი; 2023 წლის 31 იანვარს ხელშეკრულება დაიდო სსიპ ,,------------------თან“, რომლის მიხედვით მიმწოდებელს (-------------ი) უნდა უზრუნველეყო 2020-2021 სასწავლო წელს წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროსა (მოოქროვილი) და ვერცხლის (მოვერცხლილი) მედლების და ჩასადები ყუთების დამზადება და მიწოდება. დაკვეთის ღირებულება შეადგენდა 218 400 ლარს.
შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-100 და 105-ე მუხლებით.
შესამოწმებელი (01.01.2020-01.06.2023) პერიოდის პროექტების ფარგლებში შემდგარი მიღებაჩაბარების აქტების საფუძველზე სულ მიწოდებულია 308 917 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) საქონელი/მომსახურება. 2022 წელს მიწოდებულია 181 660 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) საქონელი/მომსახურება, 2023 წელს კი - 127 257 ლარის (დღგ-ს ჩათვლით). იმის გათვალისწინებით, რომ ---------ს 2022 წლის 8 დეკემბერს უწევს დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია, 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 167 756 ლარს. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა მიღებული შემოსავლის იდენტიფიცირება საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით (გათვალისწინებულ სამონტაჟო მომსახურებებთან ერთად), რომლის რეალიზაციითაც მიღებულია შემოსავალი, ამ შემთხვევაში ხარჯად ჩაითვალა მიღებული შემოსავლის 75%-ის ოდენობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, შემოწმებით დაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი განისაზღვრა 8 388 ლარით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის ნორმების შესაბამისად.
●სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალის ინფორმაციით ----------ს ეკონომიკური აქტივობა უფიქსირდება ინდ. მეწარმედ რეგისტრაციამდე, მონაწილეობა აქვს მიღებული ელექტრონულ ტენდერებში და დადებული აქვს გარიგებები, შესაბამისად, ----------ის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის მოთხოვნები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის გამო პირი დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ პირი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალის ინფორმაციით ეკონომიკურ საქმიანობას ახორცილებდა ინდ. მეწარმედ რეგისტრაციამდე, მონაწილეობა აქვს მიღებული ელექტრონულ ტენდერებში და დადებული აქვს გარიგებები. იმის გათვალისწინებით, რომ --------ს 2022 წლის 8 დეკემბერს დაუდგინდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა167 756 ლარით. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა მიღებული შემოსავლის იდენტიფიცირება საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით (გათვალისწინებულ სამონტაჟო მომსახურებებთან ერთად), რომლის რეალიზაციითაც არის მიღებული შემოსავალი, შესაბამისად ხარჯად ჩაითვალა მიღებული შემოსავლის 75%-ის ოდენობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, შემოწმებით პირს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და შეფარდებული სანქციები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, პირის მიმართ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და სანქციის შეფარდება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ -------------ის (პ/ნ -----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელს გამორჩა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ითხოვს შემოწმებით გადასახდელად დარიცხული თანხების ნაწილობრივ შემცირებას და მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში დატოვებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №14998 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №19430 ბრძანება და №058-1 საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის მიერ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებულმა დღგ-ით დასაბეგრმა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციებით მიღებულმა ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადაჭარბა 2022 წლის 8 დეკემბერს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის.
გადამხდელის საინფორმაციო ბარათის მიხედვით, მომჩივანს ევალება საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა, თუმცა დეკლარირება არ განუხორციელებია. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალის ინფორმაციით მომჩივანს ეკონომიკური აქტივობა უფიქსირდება ინდ.მეწარმედ რეგისტრაციამდე - მონაწილეობა აქვს მიღებული ელექტრონულ ტენდერებში და დადებული აქვს გარიგებები შესაბამისად, გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის მოთხოვნები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევის გამო პირი დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით.შემოწმებამ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-100 და 105-ე მუხლებით.
მომჩივანს შესამოწმებელი პერიოდის პროექტების ფარგლებში შემდგარი მიღებაჩაბარების აქტების საფუძველზე სულ მიწოდებულია 308 917 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) საქონელი/მომსახურება. 2022 წელს მიწოდებულია 181 660 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) საქონელი/მომსახურება, 2023 წელს კი - 127 257 ლარის (დღგ-ს ჩათვლით). ვინაიდან მომჩივანს 2022 წლის 8 დეკემბერს უწევს დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია, 2022 წლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 167 756 ლარს. შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა მიღებული შემოსავლის იდენტიფიცირება საქონლის სახეობებისა და ღირებულების მიხედვით (გათვალისწინებულ სამონტაჟო მომსახურებებთან ერთად), რომლის რეალიზაციითაც მიღებულია შემოსავალი, ამ შემთხვევაში ხარჯად ჩაითვალა მიღებული შემოსავლის 75%-ის ოდენობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, შემოწმებით დაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი განისაზღვრა 8 388 ლარით. პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის ნორმების შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, პირის მიმართ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები და სანქციის შეფარდება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 282; 275( 2);