N 404 - 20/09/2012 - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 20.09.2012
№ დოკუმენტი 404
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №404

2012 წლის 20 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 16/06/2011, 010220020.10.003.016396) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კომისიის წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

კომისიის წევრი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

კომისიის წევრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

კომისიის წევრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

კომისიის წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

კომისიის წევრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

კომისიის წევრი – სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი

კომისიის წევრი – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე

კომისიის წევრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

კომისიის წევრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილე

კომისიის წევრი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

კომისიის წევრი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე