საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრა N 2516

2516 საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრა - (ძალადაკარგული) 10.05.2012
№ დოკუმენტი 2516
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საქონლის სატარიფო ღირებულების განსაზღვრა N 2516

ფაქტობრივი გარემოებები

•პირმა განახორციელა საქონლის იმპორტი

•საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების პროცესში საგადასახადო ორგანომ გამოითხოვა ექსპორტიორი ქვეყნის - თურქეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან სათანადო ინფორმაცია ამ საქონლის ექსპორტთან დაკავშირებით

•თურქეთიდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ქართული მხარის მიერ გადაგზავნილი სასაქონლო დეკლარაციის თანდართული დოკუმენტები (ინვოისი, წარმოშობის სერთიფიკატი EURO-1, და სხვა) არ არის დამუშავებული მათი სამსახურის მიერ. წერილს თან ახლავს ”სპეციალური ინვოისი” (OZEL FATURA) რომელშიც მიწოდების პირობა არ ფიგურირებს

•”სპეციალური ინვოისი”-ს (OZEL FATURA) და იმპორტის სასაქონლო დეკლარაციის შედარების შედეგად დადგინდა, რომ მიმღებები ან/და გამომგზავნები ან/და საქონლის ღირებულებები არ ემთხვევა ერთმანეთს თუმცა სატრანსპორტო საშუალება , საქონელი, პერიოდი და სხვა მონაცემები შესაბამისია იმპორტის სასაქონლო დეკლარაციის მონაცემებთან

შეფასება

•”სპეციალური ინვოისი” (OZEL FATURA) თურქეთის რესპუბლიკაში წარმოადგენს გამარტივებული ფორმით დეკლარირებას და მასში აისახება მონაცემები ექსპორტის შესახებ, რომელიც შესაძლებელია განახორციელოს ტვირთის გადამაადგილებელმა, წარმომადგენელმა ან მეპატრონემ

•”სპეციალურ ინვოის” -ში (OZEL FATURA) მოცემული საქონლის ღირებულება უნდა ჩაითვალოს EEXW (ფრანკო ქარხანა) მიწოდების პირობით განსაზღვრულად

ღონისძიებები

• საგადასახადო ორგანომ უნდა მიიჩნიოს eqsპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოწოდებული ”სპეციალური ინვოისი” (OZEL FATURA) სატარიფო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 10 თებერვლის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2012 წლამდე საგადასახადო პერიოდზეც.