N 1806-IXმს-Xმპ - 09/09/2022 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 09.09.2022
№ დოკუმენტი 1806-IXმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 1074 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ახორციელებს (ახორციელებენ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული ლიკვიდატორი (ლიკვიდატორები).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,9 სექტემბერი 2022 წ.

N1806-IXმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე