დღგ-ის ჩათვლა დეფექტურ (მოძველებულ) საქონელზე N 1170
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის ჩათვლა დეფექტურ (მოძველებულ) საქონელზე N 1170
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა განახორციელა საქონლის იმპორტი ან/და დღგ-ის გადამხდელი ადგილობრივი მომწოდებლისაგან შეიძინა საქონელი და განახორციელა დღგ-ის ჩათვლა კანონმდებლობით დადგენილი წესით
•შემდგომ პერიოდში შეუძლებელი გახდა მისი რეალიზაცია იგივე ფორმით ან/და იგივე ფასად, ვინაიდან პირის მიერ დადგინდა, რომ აღნიშნული საქონელი დეფექტური (დაზიანებული) ან მოძველებულია (მათ შორის მოდიდან გამოსული)
•პირმა განახორციელა აღნიშნული საქონლის რეალიზაცია შესაძლო სარეალიზაციო ფასით, ამასთან მას არ მოუხდენია ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმება
•რეალიზაციამდე პირის მიერ ჩატარებულია ამავე სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია
შეფასება
•მიუხედავად იმისა, რომ საქონელმა შეიცვალა ფორმა ან მოძველდა (მათ შორის მოდიდან გამოვიდა) და შეუძლებელი გახდა მისი დანიშნულებით ან/და იგივე ფასად რეალიზაცია, პირს უფლება ჰქონდა განეხორციელებინა დღგ-ის ჩათვლა, ვინაიდან საქონელი გამოყენებულ იქნა დასაბეგრ ოპერაციაში
ღონისძიებები
•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 1 იანვრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით