რეკლამის მიზნით პროდუქციის ანაზღაურების გარეშე გავრცელება N 2609

2609 რეკლამის მიზნით პროდუქციის ანაზღაურების გარეშე გავრცელება 19.08.2019
№ დოკუმენტი 2609
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

რეკლამის მიზნით პროდუქციის ანაზღაურების გარეშე გავრცელება N 2609

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს X მის მიერ წარმოებული ლუდის პოპულარიზაციის და რეალიზაციის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს მარკეტინგულ (სარეკლამო) აქტივობებს.

· ვარიანტი 1: შპს X-ს 2017 წლის მანძილზე გაწეული აქვს რეკლამის ხარჯი, საქონლის ანაზღაურების გარეშე გავრცელების გზით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს აგვისტოს თვეში დარიგებული აქვს 20 000 ლარის ღირებულების საკუთარი წარმოების ლუდი. სარეკლამო ხარჯის მტკიცებულებად გადასახადის გადამხდელს გააჩნია დოკუმენტაცია (მერიის წერილი), რომელიც ადასტურებს, რომ 2017 წლის აგვისტოს თვეში თბილისში ჩატარდა ლუდის ფესტივალი. ასევე გადასახადის გადამხდელს შექმნილი აქვს სატელევიზიო რგოლი, რომელიც ფესტივალის ჩატარებამდე ტელევიზიის ეთერით სარეკლამო წყვეტების დროს გადაიცემოდა იმის შესახებ, რომ შპს X აგვისტოს თვეში ლუდის ფესტივალზე უსასყიდლოდ გასცემდა 20 000 ლიტრ (20 000 ლარის ღირებულების) ლუდს.

· ვარიანტი 2: შპს X-ს 2017 წლის მანძილზე გაწეული აქვს რეკლამის ხარჯი, საქონლის ანაზღაურების გარეშე გავრცელების გზით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელმა აგვისტოს თვეში სარეკლამო აქციის ფარგლებში განახორციელა დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლების მქონე სარეკლამო საქონლის, როგორიცაა საკუთარი სასაქონლო ნიშნით/საფირმო სახელწოდებით ნიშანდებული ქუდები, მაისურები, კალმები ანაზღაურების გარეშე გავრცელება. აქციის ფარგლებში გაწეულ იქნა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი - 10 000 ლარის ოდენობით.

· გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. ამავე კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.“.

· ორივე ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სარეკლამო აქციის მიზანს წარმოადგენს შემდგომში მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც გააჩნია, იგი არ მიიჩნევა უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად და ასევე არ წარმოადგენს ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის ქმედება მართლზომერია.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევ ა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს X მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული მტკიცებულებები პირობითია