არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო კონტროლის პუნქტების ჩამონათვლის განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 188
2023 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო კონტროლის პუნქტების ჩამონათვლის განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 აპრილის №153 დადგენილების მე-2 მუხლისა და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ სასაზღვრო კონტროლის პუნქტებად განისაზღვროს:
ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;
ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“;
გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;
დ) საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“;
ე) საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“;
ვ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“;
ზ) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“;
თ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“;
ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“;
კ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“;
ლ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“;
მ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“;
ნ) საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“;
ო) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“;
პ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“;
ჟ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 ოქტომბრის №394 ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე