N 2887-XIმს-Xმპ - 16/05/2023 - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 36325 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული სასაქონლო ნიშანი, მომსახურების ნიშანი ან კოლექტიური ნიშანი, რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება ან რეგისტრირებული სასარგებლო მოდელი, საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტი;“;
ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.გ) პატენტით დაცული გამოგონების ან რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მიმართ – პატენტიდან ან რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას; პატენტით ან რეგისტრაციით დაცული ხერხით დამზადებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის დამზადება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,16 მაისი 2023 წ.
N2887-XIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე