N 498 - 15/08/2014 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 15.08.2014
№ დოკუმენტი 498
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №498

2014 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურების და მათი განაკვეთების“ მე-14 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#assignedTableId-1679661677366 {width:484.5pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }

„14

საგადასახადო ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა (გარდა 48-ე და 49-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

90 კალენდარული დღე

პირებისათვის (მათ შორის,არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის),რომელთა ერთობლივი შემოსავალი10 000 000 ლარზე მეტია, აგრეთვე, არარეზიდენტი პირებისათვის - 10 000 ლარი;

პირებისათვის (მათ შორის,არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისათვის),რომელთა ერთობლივი შემოსავალი10 000 000 ლარზე ნაკლებია – 5 000 ლარი.

შენიშვნა: საფასურის ოდენობის მიზნებისათვის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრება

პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილიბოლო საშემოსავლო/მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით. თუ პირს აღნიშნული წლიური საგადასახადო დეკლარაცია არ აქვს წარდგენილი საგადასახადო ორგანოში,საფასურის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი