N 300 - 14/08/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №300
2023 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 060111, 03/01/2011, 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 482 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 483 მუხლი:
„მუხლი 483. გაცვლის (ბარტერული) ოპერაციების შემთხვევაში დღგ-ით დასაბეგრი თანხის საბაზრო ფასით განსაზღვრა
თუ გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის ფარგლებში ხორციელდება უძრავი ნივთის მიწოდება, ოპერაციის თითოეული მხარისთვის დღგ-ით დასაბეგრი თანხა განისაზღვრება მისაღები საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე.
მაგალითი 1. საწარმოსა და ფიზიკურ პირს შორის გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, ფიზიკური პირი საწარმოს საკუთრებაში გადასცემს მიწის ნაკვეთს, ხოლო სანაცვლოდ, ამავე მიწის ნაკვეთზე საწარმომ უნდა ააშენოს შენობა-ნაგებობა, რომელშიც განთავსებული ფართების ნაწილს გადასცემს ფიზიკურ პირის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასია 236 000 ლარი.
შეფასება:
იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი აქვს უძრავი ნივთის მიწოდებას, საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის ფართების მიწოდების დღგ-ით დასაბეგრი თანხა უნდა განისაზღვროს მიწის ნაკვეთის საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე, რაც შეადგენს 200 000 ლარს (236 000 / 1,18).“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე