N 149 - 04/05/2023 - „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 04.05.2023
№ დოკუმენტი 149
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №149

2023 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 30 ნოემბრის №393 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.017633) დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის (მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის) მდგომარეობის შესახებ;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი

გიორგი კაკაურიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე