ყოველწლიური ინფორმაციის წარუდგენლობა N 2305
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ყოველწლიური ინფორმაციის წარუდგენლობა N 2305
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ 2005 და 2006 წლებში საგადასახადო ორგანოში არ წარადგინა ინფორმაცია საანგარიშო წლის მიხედვით გაცემული თანხების და დაკავებული გადასახადების შესახებ
შეფასება
•საწარმო ვალდებული იყო საგადასახადო წლის დამთავრებიდან 30 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოში წარედგინა ინფორმაცია წლის მიხედვით გაცემული თანხების და დაკავებული გადასახადების შესახებ (სსკ-ის 218-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი)
•საწარმოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა (სსკ-ის 41-ე მუხლის მე-4 ნაწილი და სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილი)
ღონისძიებები
•საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 144-ე მუხლის შესაბამისად თითოეულ წელზე ცალ-ცალკე