N 5382-IIს - 08/06/2016 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 08.06.2016
№ დოკუმენტი 5382-IIს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-200 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 ნაწილი:

„8. სამელიორაციო ინფრასტრუქტურა − სარწყავი, დამშრობი და ორმხრივი რეგულირების სისტემები, წყალსაცავები, სატუმბავი სადგურები, დამოუკიდებელი ჰიდროტექნიკური ნაგებობები.“.

2. 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) პირველადი წყალმოსარგებლისათვის − კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზედაც სამელიორაციო ინფრასტრუქტურაა დამაგრებული;“.

 

მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

 

ქუთაისი,8 ივნისი 2016 წ.

N5382-IIს