N 231 - 07/06/2011 - ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №231
2011 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შე სა ხებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგე ნილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების 17 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ დეგი რედაქ ციით:
,,ზ) საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი (,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 86-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გარ და) და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება;“.
2. დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ – შემოსავლების სამსა ხურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) 75-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1679484813201 {width: 473.4pt; margin: 0 auto !important; }
„75
ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარაციით დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება (ექსპორტისა და რეექ სპორტის გარდა)
ერთ დეკლარაციაზე
–150 ლარი“;
ბ) 85-ე გრაფა ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 6 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური