ბრძანება N 24263

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.11.2024
№ დოკუმენტი 24263
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 24263

15 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის: ---) 2024 წლის 22 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 8 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 16 ოქტომბრის №23330/2/2024 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----ს“ (ს/ნ ---) №89810/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის № დ 1-21-10 დასკვნას, 2024 წლის 2 მაისის №10560 ბრძანებას „დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არ შემცირების შესახებ“ და 2024 წლის 2 მაისის №007-86 საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, იმპორტის დოკუმენტაცია სერტიფიკატების ჩათვლით, გაცემულია ---ის სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების მიერ, მათ სისწორესა და ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი კომპანიას არ ჰქონდა. თუ არსებობდა ეჭვის საფუძველი დოკუმენტების სიზუსტესთან დაკავშირებით, მომჩივნის მოსაზრებით საბაჟო დეპარტამენტის მომსახურების სააგენტოს მიერ დეკლარაციები არ უნდა დაბეჭდილიყო. აღნიშნული ქმედებით დაზარალდა კომპანია და არა სახელმწიფო. კომპანიისთვის გაუგებარია, საერთაშორისო წესებისა და სამართლის გამოყენებით რატომ მოქმედებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო კონკრეტული წლის საერთაშორისო შეთანხმებისა და წესების საფუძველზე, ხოლო მეორე ხელშემკვრელი მხარე აბსოლუტურად განსხვავებული წესებითა და რედაქციით. კომპანიას იმპორტის გადასახადი ეკუთვნოდა 2009 სეს ესნ კოდის პროდუქტზე, აბსოლუტურად გაუგებარი და არასამართლიანი მიდგომაა გამოყენებული შერეული საქონლის ინვოისების ნაწილში. თავად მაკონტროლებელი ორგანო წერს, რომ ოთხ სერტიფიკატში ნაწილი საქონელი, რომელიც მიეკუთვნება 2202 კოდს, საქართველოში გამოყენებული წესების თანახმადაც ხვდება იმპორტის გადასახადის გათავისუფლების ნაწილში, მაგრამ, ვინაიდან ისინი მოქცეულია ერთ დოკუმენტში, მიჩნეულია, რომ სრულად უნდა დაბეგვრილიყო და გავრცელებულიყო ჯარიმა და საურავი, როგორც 2202 ასევე 2009 სეს ესნ კოდის პროდუქტზე, რაც მომჩივნის მოსაზრებით არანაირ სამართლებრივ ჭრილში არ ჯდება. აღნიშნულზე მითითებით ითხოვა სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიამ №--- (27.10.20) საბაჟო დეკლარაციით --- დან ქვეყანაში შემოიტანა სეს ესნ-ის 2009 და 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, რომელიც შეძენილია ---- კომპანია „---“- საგან ხუთი ინვოისით - №№ --- (13.10.20), ---(13.10.20),--- (15.10.20), --- (16.10.20), ---4 (16.10.20), ჯამური ღირებულებით - 66,029.08 აშშ დოლარი და ნეტო წონით - 122,482.58 კგ. აქედან, 65,177.08 აშშ დოლარის ღირებულების - 121,238.78 კგ საქონელზე გამოყენებული იყო ---- ის უფლებამოსილი სამსახურის მიერ გაცემული წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატები (CT-1) №-----, რომელზეც გავრცელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები იმპორტის გადასახადის ნაწილში. სსდ-ში დეკლარირებულია სეს ესნ-ის შემდეგი კოდებით იდენტიფიცირებული საქონელი:

20091200000 - ფორთოხლის წვენი - საბაჟო ღირებულებით - 17,730.21 ლარი, წონა - 5,680.44 კგ. აქედან, იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით დაიბეგრა მხოლოდ - 2,977.19 ლარის საბაჟო ღირებულების - 1,243.8 კგ წვენი, რომელიც არ იყო წარმოდგენილი წარმოშობის სერტიფიკატებში; 20097119000 - ვაშლის წვენი - საბაჟო ღირებულებით - 7,115.48 ლარი, წონა - 3,452.66 კგ; 22021000000 - ცივი ჩაი - საბაჟო ღირებულებით - 45,715.80 ლარი (კორექტ. მედიანით - 1.21), წონა - 24,521.70 კგ; 22029010000 - ნექტარი ასორტიმენტში - საბაჟო ღირებულებით - 172,759.62 ლარი, წონა - 88,827.79 კგ. ჯამში შემოტანილია: 2009 კოდით - 24,845.70 ლარის საბაჟო ღირებულების წვენი, წონით - 9,133.1 კგ; 2202 კოდით - 218,475.48 ლარის საბაჟო ღირებულების ნექტარი და ცივი ჩაი, წონით - 113,349.48 კგ. სულ სსდ-ით შემოტანილია - 243,321.11 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელი.

ზემოაღნიშნული CT-1-ებიდან ოთხ სერტიფიკატში ერთდროულად წარმოდგენილია როგორც სეს ესნ-ის 2009, ასევე 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელი, გარდა GE---- სერტიფიკატისა, სადაც ფიგურირებს მხოლოდ 2202 ჯგუფის პროდუქცია. სულ სსდ-ში დარიცხული იმპორტის გადასახდელის ოდენობამ ჯამში შეადგინა: იმპორტის გადასახადი (12%) – 357.0 ლარი, დღგ - 600.15 ლარი.

----დან მიღებული წერილებიდან (№234987/21, 15.11.21 და №88521/21-10, 23.05.22) გაირკვა, რომ სერტიფიკატებით მოცული საქონლის ---- წარმოშობა დასტურდება საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ 2000 წლის 30 ნოემბერს მიღებული წესებით, მასში 07.09.2001 წელს და 20.12.2002 წელს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, ხოლო ცვლილებების გარეშე ფორმულირებული ძირითადი წესებით - ---- წარმოშობა დასტურდება მხოლოდ სეს ესნ-ის 2202 სასაქონლო ჯგუფის პროდუქციისათვის. შესაბამისად, ძირითადი ტექსტის დებულებებიდან გამომდინარე, 2009 ჯგუფს მიკუთვნებული წვენები არ წარმოადგენს ---- წარმოშობის საქონელს. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული დირექტიული წერილიდან (№183633/21, 09.09.19) გამომდინარე, 30.11.2000 წლის წესებში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებები საქართველოსთვის ძალაში არაა. შესაბამისად, №--- სსდ-ს სერტიფიკატებში ჩამოთვლილი 2009 სასაქონლო ჯგუფის საქონლის დაუბეგრავი ნაწილი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ოთხ სერტიფიკატში (№№----) ---- წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციასთან ერთად შეწყვილებულად არის წარმოდგენილი ----წარმოშობის 2009 ჯგუფის საქონელიც. აღნიშნული მიზეზით, CT-1-ები იძენენ არასწორად გაცემული დოკუმენტის სტატუსს და კარგავენ ავთენტურობას.

შესაბამისად, 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრას დაექვემდებარა CT-1-ებში შეწყვილებულად წარმოდგენილი 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელიც. ავთენტურობა შეინარჩუნა მხოლოდ №GE---- წარმოშობის სერტიფიკატმა, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ 2202 ჯგუფის საქონელი, რომელმაც შეინარჩუნა ---- წარმოშობა სსდ-ს შესაბამის - მე-3 პოზიციაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების №ა218-21-10 აქტი (20.12.22) და გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება №32004 (20.12.22), რომლის თანახმად გადამხდელს №--- (27.10.20) სსდ-ში დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი - 27,559.0 ლარის ოდენობით. აქედან: იმპორტის გადასახადი - 23,355.0 ლარი და დღგ - 4,204.0 ლარი. ამასთან, სანქცია ჯარიმის სახით - 27,559.0 ლარი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სულ, გადასახდელი თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა - 55,118.0 ლარი.

2022 წლის 12 დეკემბერს საქმის მასალები შესაბამისი რეაგირებისთვის გადაგზავნილი (№21- 10/23482) იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 2023 წლის 18 იანვარს კომპანიამ საჩივრით (№8373/21) მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაკისრებული იმპორტის გადასახდელისა და სანქციის (ჯარიმის) გაუქმება.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 აპრილის №8777 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საბაჟო დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №8777 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 2023 წლის 7 აგვისტოს №19687/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს შემოსავლების სამსახურის №8777 (24.04.2023) ბრძანების შინაარსისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურის №8777 (24.04.2023) ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად, საბაჟო დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა და გამოიკვლია შპს „---ს“ მიმართ საბაჟო დეპარტამენტის №ა218-21-10 აქტითა (20.12.22) და №32004 (20.12.22) ბრძანებით განხორციელებულ დარიცხვასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და ვინაიდან საქმესთან დაკავშირებულ გარემოებათა განმეორებითი შესწავლისა და გამოკვლევის პროცესში, სადავო ადმინისტრაციული აქტით დარიცხული თანხის კორექტირებისთვის აუცილებელი ახალი, დამატებითი გარემოებები არ გამოვლენილა, 2024 წლის 22 აპრილს საბაჟო დეპარტამენტში მომზადდა დასკვნა № დ 1-21-10, რომლის თანახმად, გადამხდელს გადასახდელად კვლავ ერიცხება იმპორტის გადასახადი - 23,355.0 ლარი, დღგ - 4,204.0 ლარი, ასევე სანქცია ჯარიმის სახით - 27,559.0 ლარი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

ამასთან, 2024 წლის 2 მაისს გამოიცა №10560 ბრძანება „დარიცხული გადასახდელისა და დაკისრებული სანქციის არ შემცირების შესახებ“ და №007-86 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 22.05.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. 19.06.2024 წლის №14319 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბაჟო დეპარტამენტის 2.05.2024 წლის №007-86 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14319 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ გადაწყვეტილებაში მიუთითა მომჩივნის განმარტებაზე: „საბაჟო დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა შემოსვლების სამსახურის ბრძანების სათანადო აღსრულება. კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს საკითხი განმეორებით არ შეუსწავლია და გამოსცა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც განხორციელებული დარიცხვა დატოვა ძალაში. დამატებით აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა ძალაში დატოვა საბაჟო დეპარტამენტის კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და კომპანიის საჩივრის დაკმაყოფილებაზე თქვა უარი საკითხის არსებითი შესწავლის გარეშე. საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული. მასში მოცემულია მხოლოდ ზოგადი მსჯელობა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ საკითხის დამატებითი შესწავლისას არ გამოკვეთილა დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი. თუმცა, ბრძანებაში არ არის მოცემული მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები იქნა დამატებით გამოკვლეული ან/და რა საკითხები იყო შესასწავლი შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8777 გადაწყვეტილების შესაბამისად“.

საბჭომ ასევე მიუთითა მომჩივნის პოზიციაზე: „მომჩივანს მიაჩნია, რომ ---ში წარმოშობილი და საქართველოში შემოტანილი საქონელი, რომელზეც წარმოდგენილი აქვს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატები (СТ-1), ექვემდებარება იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებას, ვინაიდან ეხება კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი და დაუსაბუთებელია 2000 წლის 30 ნოემბერს მიღებული წესების მითითებით, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია (ნორმატიული აქტის სახე არ აქვს), 2022 წლის 7 დეკემბრის №ა218-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებაზე უარის საფუძველი.

ამასთან, ყოვლად გაუგებარია ---- წარმოშობის 2202 ჯგუფის პროდუქციაზე იმპორტის გადასახადის განთავისუფლებაზე უარის საფუძველი“.

საბჭომ მიიჩნია, რომ საბაჟო ორგანოს უარი 2022 წლის 7 დეკემბრის №ა218-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებაზე არ არის დასაბუთებული და მომჩივნის მიერ დასახელებული არგუმენტების გათვალისწინებით საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით გააუქმა შემოსავლების სამსახურის 19.06.2024 წლის №14319 ბრძანება და საჩივარი გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისთვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2024 წლის 22 ოქტომბრის №22649 ბრძანებით ცვლილება იქნა შეტანილი „საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული ნორმების გამოყენების თაობაზე სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2010 წლის 12 აგვისტოს №1475 ბრძანებაში, რომლითაც 235 პუნქტით დამტკიცებულ №27 დანართს დაემატა №2704 სიტუაციური სახელმძღვანელო.

№2704 სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის გადამოწმების შედეგებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა დაევალოს გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სადავო ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე დარიცხული თანხის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო აქტების ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრას დაექვემდებარა CT-1-ებში შეწყვილებულად წარმოდგენილი 2202 სასაქონლო ჯგუფის საქონელიც. ავთენტურობა შეინარჩუნა მხოლოდ N- წარმოშობის სერტიფიკატმა, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ 2202 ჯგუფის საქონელი, რომელმაც შეინარჩუნა წარმოშობა სსდ-ს შესაბამის - მე-3 პოზიციაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების №ა218-21-10 აქტი (20.12.22) და გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება №32004 (20.12.22), რომლის თანახმად გადამხდელს სსდ-ში დამატებით დაერიცხა იმპორტის გადასახდელი - 27,559.0 ლარის ოდენობით. აქედან: იმპორტის გადასახადი - 23,355.0 ლარი და დღგ - 4,204.0 ლარი. ამასთან, სანქცია ჯარიმის სახით - 27,559.0 ლარი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. სულ, გადასახდელი თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა - 55,118.0 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილს .