სავაჭრო ნიშნის გამოყენების საზღაური N 2001

2001 სავაჭრო ნიშნის გამოყენების საზღაური 12.08.2010
№ დოკუმენტი 2001
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სავაჭრო ნიშნის გამოყენების საზღაური N 2001

ფაქტობრივი გარემოებები

•საერთაშორისო ფრანჩაიზინგის ხელშეკრულების თანახმად, სავაჭრო ნიშნის ექსკლუზიური უფლების გამოყენებისათვის საწარმოს არარეზიდენტისთვის გადახდილი აქვს ერთჯერადი ფიქსირებული გადასახადი

•ფრანჩაიზერის მიერ შესამოწმებელ სუბიექტზე გადაცემული სავაჭრო ნიშნის ექსკლუზიური უფლების გამოყენებისათვის და მისი ტექნიკური მომსახურებისათვის საწარმოს არარეზიდენტისათვის გადახდილი აქვს ყოველთვიური გადასახადიც

•ფრანჩაიზერს წარდგენილი არ აქვს ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის უკუდაბეგვრის დღგ-ის დეკლარაციები

შეფასება

•სავაჭრო ნიშნის გამოყენების უფლება წარმოადგენს ერთი სუბიექტის მიერ მეორე სუბიექტზე გადაცემული არამატერიალური აქტივის ღირებულებას, რომელიც ითვლება არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად და უნდა დაებეგრა გადახდის წყაროსთან

•სავაჭრო ნიშნის გამოყენებისთვის და მისი ტექნიკური მომსახურებისათვის ყოველთვიურად გადახდილი თანხა წარმოადგენს არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მომსახურებით მიღებულ შემოსავალს და უნდა დაებეგრა დღგ-ის უკუდაბეგვრის წესით

ღონისძიებები

•არარეზიდენტისთვის გაცემული თანხებიდან წყაროსთან დაუკავებელი გადახდის თანხა დაერიცხება ფრანჩაიზერ საქართველოს საწარმოს

•საწარმოს დაერიცხება სსკ-ის 241-ე მუხლის მიხედვით უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა

•საწარმოს დაერიცხება ჯარიმა სსკ-ის 134-ე მუხლით გადახდის წყაროსთან დაუკავებლობისათვის

•საწარმოს დარეიცხება ჯარიმა სსკ-ის 131-ე მუხლის მიხედვით უკუდაბეგვრის დღგ-ის გაანგარიშების და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარუდგენლობისათვის