N 1299-IVმს-XIმპ - 17/12/2025 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 3521 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3521. გენერალურ აუდიტორზე ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეზე ზემოქმედება
1. გენერალურ აუდიტორზე ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედება მისი სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 2 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,17 დეკემბერი 2025 წ.
N1299-IVმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე