ძირითადი საშუალებების იჯარა (შეძენილი ტექნიკა განთავსებულია არადაქირავებული პირის საცხოვრებელ ფართში) N 0248
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ძირითადი საშუალებების იჯარა N 0248
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ შეიძინა საყოფაცხოვრებო ტექნიკა (მაცივარი, ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, სატელიტური ანტენა), რომლის ღირებულება გამოქვითა ხარჯებში, გადახდილი დღგ-ის თანხა ჩაითვალა და დაბეგრა ქონების გადასახადით (ტექნიკა ირიცხება საწარმოს ბალანსზე)
· დადგენილია, რომ აღნიშნული ტექნიკა განთავსებულია ფიზიკური (საწარმოსთვის არადაქირავებული) პირის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, ხოლო განთავსებაზე არ არსებობს სათანადო დოკუმენტი
შეფასება
· ოპერაცია თავისი შინაარსით ჩაითვლება უსასყიდლო მომსახურების გაწევად და სარგებლობის უფლების გადაცემის დღიდან განიხილება იჯარად
· დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საბაზრო ფასით სსკ-ის 161-ე (ძვ. 227-ე) მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად და ასევე ჩაირთვება ერთობლივ შემოსავალში სსკ-ის 102-ე (ძვ. 175-ე) მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად
· ფიზიკური პირი იჯარის საბაზრო ფასიდან დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით
· საწარმოს საგადასახდო აგენტის ვალდებულება ფიზიკურ პირთან მიმართებაში არ დაეკისრება
ღონისძიებები
· დაზუსტდება (გაიზრდება) საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა
· ფიზიკურ პირს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის თანახმად
· დღგ-ის და მოგების დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმოს დაეკისრება ჯარიმა სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლის თანახმად
თუ ქონება (ტექნიკა) ფიზიკური პირის მიერ გამოყენებულია ეკონომიკურ საქმიანობაში, მაშინ მას უფლება აქვს გამოქვითოს მიღებული სარგებელი.
თუ ვერ დგინდება ტექნიკაზე სარგებლობის უფლების გადაცემის მომენტი, მაშინ იჯარად განიხილება საწარმოს მიერ მისი შეძენის დღიდან.
სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით