საწარმოს ლიკვიდაცია N 1607
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საწარმოს ლიკვიდაცია N 1607
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს არარეზიდენტისაგან მიღებული მომსახურება დაბეგრილი აქვს უკუდაბეგვრის წესით და გადახდილ დღგ-ის თანხაზე მიღებული აქვს ჩათვლა.
· მომსახურებაზე გაწეული ხარჯები გამოქვითულია ერთობლივი შემოსავალიდან.
· მიღებულია გადაწყვეტილება ლიკვიდაციის თაობაზე, ამასთან საწარმოს არ განუხორციელებია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები
შეფასება
· ასეთი ხარჯები უნდა შეფასდეს, როგორც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები, შესაბამისად, მომსახურებაზე გაწეული ხარჯების გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან მართლზომიერია.
· სსკ-ის მოთხოვნების თანახმად, გადახდილი დღგ-ის ჩათვლა ეკუთვნის პირს, თუ მიღებული საქონელი/მომსახურება გამოყენებულია ან გამოყენებული იქნება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხდება საწარმოს ლიკვიდაცია, აღნიშნული საქონელი/მომსახურება ვერ იქნება გამოყენებული დასაბეგრ ოპერაციებში. შესაბამისად, საწარმოს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება.
ღონისძიებები
· შეფასებაში აღნიშნული პოზიციის გათვალისწინებით უნდა გაუქმდეს ჩათვლილი დღგ-ის თანხა იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ლიკვიდაციაზე
· დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მომსახურება, რომლის მიხედვითაც საწარმოს მიღებული აქვს ჩათვლა, ლიკვიდაციის მომენტისათვის, საქონლის/მომსახურების ნაშთად არ ერიცხება.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც.