მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის გადახდილი თანხის დაბეგვრა N 2607

2607 მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის გადახდილი თანხის დაბეგვრა 23.02.2017
№ დოკუმენტი 2607
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის გადახდილი თანხის დაბეგვრა N 2607

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X“-მა 2017 წლის ნოემბრის თვეში მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმისგან შეიძინა 500 ლარის საქონელი. თანხის გადახდა მოხდა იმავე წლის დეკემბრის თვეში. საწარმოს აღნიშნულ ოპერაციებზე საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ განუხორციელებია.

შეფასება

· სსკ-ის 982 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის შესაბამისად, დასაბეგრ ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება იმავე ნაწილების შესაბამისად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით განხორციელებული განაცემის/გაწეული ხარჯის ოდენობის 0.85- ზე გაყოფის შედეგად. სსკ-ის 98-ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი.

· მოცემულ შემთხვევაში შპს „X“ ვალდებული იყო, დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში დაერიცხა და გადაეხადა მოგების გადასახადი 88 ლარის ოდენობით (500/0,85*15%=88).

ღონისძიებები

· საწარმოს დაერიცხება მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის დაჯარიმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრებასსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება ასევე მომსახურების გაწევის მიმართ