მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1717

1717 მასალის (ნედლეულის) დანაკარგი - (ძალადაკარგული) 07.04.2011
№ დოკუმენტი 1717
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1717

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს საგადასახადო შემოწმებით დაუდგინდა, რომ ბუღალტრულ ჩანაწერებში ხარჯად აქვს აღიარებული და ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული აქვს შაქრის ფხვნილის ფაქტობრივი ნაკლებობა საერთო მასის 2 %-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილი არ არის დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი

· შაქრის დანაკარგზე არ არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ზღვრული ნორმა

· წინა პერიოდებში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურებით სამართალდარღვევა (პირველადი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია – მოხმარება, ჩეკის ამოურტყმელობა, პირადი მოხმარებისათვის გამოყენება) გამოვლენილი არ არის

შეფასება

· საგადასახადო ორგანო მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკითხის სამთავრობო კომისიაზე განსახილველად. ამასთან, თუ შემოწმების დასრულებამდე არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, დგება საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი

· შემოწმების დასრულებამდე მიღებული იქნა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც შაქრის ფხვნილის შენახვის პროცესში დანაკარგის ნორმა დადგინდა 2.5%–ის ოდენობით

· გადამხდელის მიერ სწორად არის გამოსაქვით ხარჯად აღიარებული ფაქტობრივი ნაკლებობა 2%–ის ოდენობით

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება