ბრძანება N 17763
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17763
06 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ „-------ის“ (ს/ნ ------)
(მის.: -------)
2025 წლის 18 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ ------) №113527/21 საჩივარი, რომლითაც მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივლისის ID:------- გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2021 წლის 16 მარტს აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა დარიცხვა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება 2019 წელს წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს. შემოწმებით დარიცხული დავალიანება წარმოადგენს 2019 წლის დეკლარაციის საფუძველზე არსებული ვალდებულების შემოწმებისა და ადმინისტრაციული შეფასების შედეგს. აღნიშნული გარემოება, გადამხდელის შეფასებით ვერ განიხილება როგორც ამნისტიის ფარგლებიდან გამოსარიცხი საფუძველი, ვინაიდან არც ვალდებულების ბუნება და არც მისი რეალური წარმოშობის პერიოდი არ შეცვლილა - ორივე ეხება 2019 წლის საგადასახადო პერიოდში არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, გადამხდელი თვლის რომ აუდიტის დარიცხვა 2021 წელს მხოლოდ ფორმალურ-ტექნიკური ქმედებაა და არ უნდა გამოიწვიოს ამნისტიის სარგებლობის უფლების დაკარგვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 2024-2025 წლებში ი/მ --------- (პ/ნ ----------) მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილია განცხადებები, სადაც ითხოვს დავალიანების ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად.
ი/მ --------- (პ/ნ ---------) პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით ირკვევა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნებს. კერძოდ, 01.01.2021 წლის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება სულ 96 997.77 ლარი, მათ შორის ძირითადი 80 396 ლარი, საურავი 16 601.77 ლარი.
საგადასახადო დავალიანება შედგება 2019 წლის ოქტომბრის დღგ-ის დეკლარაციით დარიცხული თანხებით: დადგენილ ვადებში წარმოდგენილი 2019 წლის ოქტომბრის დღგ-ის დეკლარაციით ბიუჯეტში შესამცირებლად გამოანგარიშებულია 3 791 ლარი. აღნიშნული დეკლარაცია დაზუსტებულია ასევე დადგენილ ვადებში და ბიუჯეტში გადასახდელად დარიცხულია 80 396 ლარი.
ი/მ ------- (პ/ნ -------) მიერ 2022 წლის 29 ივლისს კვლავ დაზუსტებულია 2019 წლის ოქტომბრის დღგ-ის დეკლარაცია ბიუჯეტში შესამცირებელი თანხით 3 791 ლარი. აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე გაუქმებულია 01.01.2021 წლის მდგომარეობით არსებული დავალიანება.
გადამხდელთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2019 წლის სექტემბრის თვე და შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 16 მარტს გამოცემულია საგადასახადო მოთხოვნა №041–7 (16.03.2021 წ. №7336 ბრძანება).
ვინაიდან, ი/მ ------- პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება გაუქმებულია 2022 წლის 29 ივლისს წარმოდგენილი 2019 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ს შესწორებული დეკლარაციის საფუძველზე, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტით 2019 წლის სექტემბრის თვის გადასახადი და ჯარიმა პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა 2021 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში (2021 წლის 16 მარტის N041-7 საგადსახადო მოთხოვნის საფუძველზე), შესაბამისად გადამხდელს არ ერიცხება 2021 წლამდე წარმოშობილი დავალიანება. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 16 ივლისის ID:------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის მიხედვით დავალიანების ჩამოწერაზე.
ი/მ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის 25 ივლისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება: გადასახადი 64 116.60 ლარი, ჯარიმა 33 989 ლარი, საურავი 35 220.57 ლარი. დავალიანება შედგება აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 მარტის №041–7 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხებისაგან. 01.01.2021 წლის შემდეგ დარიცხული გადასახადები, მიუხედავად დარიცხვის სავადო თარიღებისა, არ ექვემდებარება ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება ფიზიკური პირის აღიარებული, 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი.
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების 91 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ ასახული ოპერაციები (გარდა 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების დროებითი ბარათიდან ძირითად ბარათზე გადატანის ოპერაციებისა), რომლებიც აღნიშნულ საანგარიშო პერიოდზე წარმოშობს საგადასახადო დავალიანებას, არ განიხილება 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებად და არ ექვემდებარება ჩამოწერას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით პირს 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება. პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 16 მარტის №041–7 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარრემოება
დგინდება, რომ 2024-2025 წლებში ი/მ მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილია განცხადებები, სადაც ითხოვს დავალიანების ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად. პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით ირკვევა, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნებს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: