სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №250
2012 წლის 11 ივლისი
ქ. თბილისი
სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 109 პუნქტის შესაბამისად:
1. დადგინდეს თანდართული „სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები“.
3. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთში, აგრეთვე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ახლად აშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.
4. ქ. თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 5 ივლისიდან 2022 წლის 1 იანვრამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით.
5. ქ. თბილისის ტერიტორიაზე 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 5 ივლისამდე გაცემული სამორინეს მოწყობის ნებართვისათვის პირველი წლის მომდევნო წლის სანებართვო მოსაკრებელი განისაზღვროს 2 500 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის დადგენილება №173 – ვებგვერდი, 02.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 11.04.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის დადგენილება №347 - ვებგვერდი, 14.07.2021წ.
მუხლი 2 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 25 ივნისის №226 დადგენილება „სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე“ .
მუხლი 3 . დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .
პრემიერ -მინისტრი ი . მერაბიშვილი
დანართი
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 აგვისტოს დადგენილება №463 – ვებგვერდი, 05.08.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის დადგენილება №182 - ვებგვერდი, 11.04.2019წ.
სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები
სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია :
ა ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე , გარდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -7 მუხლის მე -10 პუნქტის „ე .ბ“ ქვეპუნქტით და 101 და 102 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიისა, – 5 000 000 ლარი;
ბ ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;
გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორიაზე - 250 000 ლარი.
დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორიაზე − 250 000 ლარი;
ე) ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე − 250 000 ლარი.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე