მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1720

1720 მასალის (ნედლეულის) დანაკარგი - (ძალადაკარგული) 07.04.2011
№ დოკუმენტი 1720
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1720

ფაქტობრივი გარემოებები

· საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს ბუღალტრულ ჩანაწერებში ხარჯად აქვს აღიარებული და ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითული შაქრის ფხვნილის ფაქტობრივი ნაკლებობა საერთო მასის 2%-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილი არ არის დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი

· შაქრის დანაკარგზე არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ზღვრული ნორმა 2.5%-ის ოდენობით

· ვარიანტი 1: ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვა განხორციელდა 2009 წელს

· ვარიანტი 2: ნაკლებობა გამოვლინდა 2010 წლის სექტემბერში და ერთობლივი შემოსავლებიდან გამოქვითვა განხორციელდა 2010 წელს

· წინა პერიოდებში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურებით გამოვლენილია სამართალდარღვევა (პირველადი დოკუმენტის გარეშე შაქრის რეალიზაცია – მოხმარება, ჩეკის ამოურტყმელობა, პირადი მოხმარებისათვის გამოყენება)

შეფასება

· ორივე ვარიანტში ხარჯად აღიარებული ნაკლებობა (2%) იმავდროულად ჩაითვლება საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად

ღონისძიებები

· ორივე ვარიანტში: გადაანგარიშდება შესაბამისი გადასახადების (დღგ, მოგების გადასახადი) დაბეგვრის ობიექტი. ამასთან, შესაძლო ამონაგები თანხა ჩაითვლება საწარმოს ხელმძღვანელზე ხელფასის სახით განაცემად

· გადასახადების შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ–ის 275–ე მუხლით