N 896-Vრს-Xმპ - 02/08/2021 - საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.07.2019, სარეგისტრაციო კოდი: 230000000.05.001.019529) 187-ე მუხლის მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ეს მუხლი შესაბამის შემთხვევაში გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან არასამეწარმეო საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირის მიერ ძირითადი საშუალებისა და სხვა აღჭურვილობის შემოტანისას, თუ იგი საქმიანობის გასაგრძელებლად უცხო ქვეყნიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადმოდის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,2 აგვისტო 2021 წ.
N896-Vრს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე