პირგასამტეხლოს გაანგარიშება N1110

1110 პირგასამტეხლოს გაანგარიშება 13.08.2010
№ დოკუმენტი 1110
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

პირგასამტეხლოს გაანგარიშება N 1110

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ პირგასამტეხლოს თანხა არ დაბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით

•ვარიანტი I: პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო იჯარის ხელშეკრულების მიხედვით

•ვარიანტი II: პირგასამტეხლო გათვალისწინებულია ვაგონების მოცდენისათვის

•ვარიანტი III: პირგასამტეხლო გათვალისწინებულია მიმწოდებლის მიერ საქონლის დროულად მიუწოდებლობისათვის

შეფასება

•სამივე შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მისაღები/მიღებული თანხა ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას

•პირველ და მე-3 ვარიანტში, პირგასამტეხლო დღგ-ით დაბეგვრას არ ექვემდებარება

•მე-2 ვარიანტში, პირგასამტეხლო მოიცავს მომსახურების კომპონენტს და შესაბამისად, ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას

ღონისძიებები

•სამივე ვარიანტში, ერთობლივი შემოსავალი უნდა გაიზარდოს პირგასამტეხლოს მისაღები/ მიღებული თანხით

•მე-2 ვარიანტში, უნდა გაიზარდოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა პირგასამტეხლოს მისაღები/მიღებული თანხით

•შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმო დაჯარიმდება (სსკ 132-ე მუხლი)

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით