N 7 - 26/06/2024 - „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2024 წლის 26 ივნისი
ქ. ოზურგეთი
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N2587-XIმს-Xმპ; 9.02.2023) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 6 ივნისის №37 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/06/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.113.016357) და დადგენილების მე-2 მუხლის ,,დ” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დავით დარჩია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე