ვალის პატიება N 2120
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ვალის პატიება N 2120
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმოს ბუღალტრული ჩანაწერებით წლის დასაწყისში უფიქსირდება ვალდებულება პარტნიორი საწარმოს მიმართ
•წლის ბოლოსათვის სააღრიცხვო დოკუმენტებით გაუქმებულია პარტნიორი საწარმოს მიმართ ვალდებულება, ამასთან დადგენილია, რომ არ არსებობს ვალდებულების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი
•საწარმოს აღნიშნული ოპერაცია არა აქვს ასახული ერთობლივ შემოსავალში
შეფასება
•ვალდებულების თანხის გაუქმება განხილულ უნდა იქნეს პირის შემოსავლად და უნდა ასახულიყო საწარმოს ერთობლივ შემოსავალში
ღონისძიებები
•გადაანგარიშდება (გაიზრდება) საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი
•გადასახადის შემცირების შემთხვევაში, საწარმოს დაერიცხება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით