საშემოსავლო გადასახადი (შეღავათი სოფლის მეურნეობაში ვრცელდება იურიდიულ პირზეც 2008 წლის 1 იანვრიდან) N 1503

1503 საშემოსავლო გადასახადი (შეღავათი სოფლის მეურნეობაში ვრცელდება იურიდიულ პირზეც 2008 წლის 1 იანვრიდან) - (ძალადაკარგული) 29.12.2010
№ დოკუმენტი 1503
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საშემოსავლო გადასახადი N 1503

ფაქტობრივი გარემოებები

•2004-2010 წლებში საწარმო ახორციელებდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რომლის ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 100 000 ლარს

•მიღებული მოსავალის ნაწილი ურიგდებოდა თანამშრომლებს, ხოლო ნაწილი გამოიყენებოდა კვლავწარმოებისთვის (სათესლედ)

•თანამშრომლებზე გაცემული პროდუქცია ასახულია საწარმოს ერთობლივ შემოსავალში, ამასთან არ არის დაბეგრილი საშემოსავლო და სოციალური გადასახადებით

შეფასება

•უნდა გაიმიჯნოს თანამშრომლებზე გაცემული და საწარმოს კვლავ წარმოებისთვის გამოყენებული პროდუქცია

•თანამშრომლებზე გაცემული პროდუქცია სსკ-ის 174-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტის შესაბამისად ჩაითვლება ხელფასის სახით განაცემად

•აღნიშნული საწარმოს მიერ დაქირავებულისთვის ნატურის სახით გაცემული ხელფასი 2008 წლის 1 იანვრამდე იბეგრება საშემოსავლო გადასახადით

•2005 წლიდან მოქმედი სსკ-ის 270-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის თანახმად, აღნიშნული საწარმოს მიერ დაქირავებულთათვის გადახდილი ხელფასი გათავისუფლებულია სოციალური გადასახადისაგან

ღონისძიებები

•საწარმოს 2004 წელში დაერიცხება დაუკავებელი სოციალური გადასახადის ძირითადი თანხა

•საწარმოს 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით დაერიცხება დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადის ძირითადი თანხა

•გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდება სსკ-ის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გადასახადის თანხის დაუკავებლობისთვის

•პირი დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ -ის 132-ე მუხლი)