N 35 - 22/08/2023 - „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2023 წლის 22 აგვისტო
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 210020010.35.139.016089, 14/06/2013 წელი) და დადგენილების
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის, კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის (მათ შორის სასტუმრო, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო, გასართობი, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და ა.შ) – 6 ლარი;“
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტისთვის – 6 ლარი.“
გ) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ოდენობა გამოანგარიშდეს ფორმულით:
L
X= — (K21 – K2)S
K2
სადაც:
ა) x არის მოსაკრებლის ოდენობა;
ბ) L არის 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი;
გ) K21 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
დ) K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 31 ივლისიდან წარმოშობილ სამართალურთიერთობებზე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დავით ზაალიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე