დღგ-ის ჩათვლა (წარადგინა ჩასათვლელი ა/ფაქტურები, რომლებიც დააკორექტირა შემდგომ პერიოდებში - ამ შემთხვევაში ვადაში შეზღუდვა არ ეხება) N 1156
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის ჩათვლა N 1156
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელმა პირმა წარადგინა თებერვლის თვის დეკლარაცია და ჩათვლაში გამოყენებული საფ-ები ასახა დეკლარაციის დანართში (რეესტრში)
· ერთი თვის შემდგომ, პირმა თებერვლის თვეში დაბეგრილი ოპერაცია მიიჩნია ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულ ოპერაციად და დააზუსტა წარდგენილი დეკლარაცია, რითაც დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხული და ჩასათვლელი თანხები გაანულა.
· 5 თვის შემდგომ პირმა დაადგინა, რომ მის მიერ წარდგენილი დაზუსტებული დეკლარაცია არ იყო მართლზომიერი. შესაბამისად, კვლავ დააზუსტა დეკლარაცია და უჩვენა თავდაპირველ დეკლარაციაში ასახული დასაბეგრი და ჩასათვლელი თანხები.
შეფასება
· აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ჩათვლაში გამოყენებული საფ-ები დროულად იყო ასახული, ჩათვლა მართლზომიერია
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
იგულისხმება, რომ საწარმომ თავდაპირველი დეკლარაციის მიხედვით ჩათვლა მიიღო სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” (ძვ. 247-ე მუხლის “ე”) ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრული პერიოდის გათვალისწინებით.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით