ფიზიკური პირისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების დაბეგვრა N 2414
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ფიზიკური პირისათვის უსასყიდლოდ გადაცემული ქონების დაბეგვრა N 2414
ფაქტობრივი გარემოებები
· ვარიანტი I: კავშირგაბმულობის საწარმომ არადაქირავებულ, გადასახადის გადამხელის მოწმობის არმქონე პირს 60 ლარის უსასყიდლო სატელეკომუნიკაციო მომსახურება გაუწია
· ვარიანტი II: სხვა საწარმომ არადაქირავებულ, გადასახადის გადამხელის მოწმობის არმქონე ფიზიკურ პირს უსასყიდლოდ გადასცა 60 ლარის ღირებულების მონო ბარათი
· არც ერთ ვარიანტში საწარმოს აღნიშნული ოპერაციის მიხედვით არ მოუხდენია საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაკავება
შეფასება
· სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის "მ" ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო აგენტის ვალდებულება ეკისრება პირს, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა
· ვარიანტი I: საწარმოს მიერ მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა არ შეიძლება განხილულ იქნეს საქონლის მიწოდებად, შესაბამისად საწარმოს არ ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება
· ვარიანტი II: ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ ფიზიკური პირისათვის მონო ბარათის გადაცემა, განიხილება ქონების უსასყიდლოდ მიწოდებად, შესაბამისად, საწარმო ვალდებული იყო წყაროსთან დაეკავებინა საშემოსავლო გადასახადის თანხა
ღონისძიებები
· ვარიანტი I: პირის ქმედება მართლზომიერია და დამატებით საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
· ვარიანტი II: პირს კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი დაერიცხება ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საანგარიშო პერიოდში
· ვარიანტი II: დეკლარაციის წარუდგენლობისათვის პირი დაჯარიმდება სსკ-ის 274-ე მუხლის ან გადასახადის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად
მოცემულობაში იგულისხმება, რომ ორივე შემთხვევაში უსასყიდლოდ მიწოდება დაბეგრილია სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით.
სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე