გრანტის დაბეგვრა (საწარმოსთვის მიღებული გრანტი შემოსავალია) N 2115

2115 გრანტის დაბეგვრა (საწარმოსთვის მიღებული გრანტი შემოსავალია) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 2115
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გრანტის დაბეგვრა N 2115

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს მიერ გრანტის ხელშეკრულების ფარგლებში უსასყიდლოდ გაწეულ მომსახურებაზე დანახარჯებმა შეადგინა 120 000 ლარი. რანტის გამცემის მიერ აღნიშნული თანხიდან დაფინანსებული იქნა 100 000 ლარი

•საწარმომ მხოლოდ დონორისაგან მიღებული თანხა - 100 000 ლარი - ჩართო ერთობლივ შემოსავალში, ხოლო ხარჯებში გამოქვითა პროექტის მთლიანი ღირებულება (120 000 ლარი)

•ვარიანტი 1: საწარმომ მოსმახურება გაუწია ფიზიკურ პირებს/საწარმოებს

•ვარიანტი 2: საწარმომ მომსახურება გაუწია სახელმწიფოს/თვითმმართველობის ორგანოს

შეფასება

•ორივე ვარიანტში, საწარმოზე (როგორც ორგანიზაციის სტატუსის არმქონე) არ ვრცელდება სსკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გრანტის სახით მიღებული სახსრების მოგების გადასახადიდან გათავისუფლების შესახებ

•პირველ ვარიანტში, საწარმოს ერთობლივ შემოსავალში უნდა შეეტანა:

ა) მის მიერ უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება - 120 000 ლარი;

ბ) გრანტის გამცემისაგან მიღებული დაფინანსება - 100 000 ლარი

•მე-2 ვარიანტში, საწარმოს ერთობლივ შემოსავალში უნდა შეეტანა მხოლოდ გრანტის გამცემისაგან მიღებული დაფინანსება - 100 000 ლარი

•ორივე ვარიანტში, საწარმოს მიერ სწორად არის გამოქვითული 120 000 ლარი

ღონისძიებები

•შეფასებაში აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, გადაანგარიშდება მოგების გადასახადითა და დღგ-ით დასაბეგრი ბაზა და საწარმოს დაერიცხება კუთვნილი გადასახადები

•საწარმო დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით