N 337 - 03/11/2010 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №337
2010 წლის 3 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 14 და 15 მუხლები:
„მუხლი 14
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე – 58-ე და 65-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის შემთხვევაში, ასევე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 59-ე – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.
მუხლი 15
თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის ან/და საფოსტო გზავნილით გადაადგილებული აქციზური ალკოჰოლური სასმელის (მათ შორის, ლუდის) მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელება და მიმღების მიერ დასახელებულ ადგილზე მიტანა, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.“.
2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებს“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53-ე – 65-ე გრაფები:
#assignedTableId-1678773502992 {width: 444pt; margin-left: 11.4pt; margin: 0 auto !important; }„53
დღგ-ის გადამხდელადრეგისტრირებულ პირზე მატერიალური სახის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ფორმის (მათშორის, კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გაცემა
1 ცალი – 50 თეთრი
54
გაფორმების ეკონომიკურზონაში საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელება
3000 ლარამდე საბაჟოღირებულების საქონლის – 150 ლარი;
3000-დან 15000ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის – 200 ლარი;
15000 ლარის ზევითსაბაჟო ღირებულების საქონლის – 250 ლარი
55
გაფორმების ეკონომიკურიზონის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომა
პირველი 24 სთ– უფასო
შემდეგი სრული ანარასრული
24 სთ – 50 ლარი
56
დაინტერესებულიპირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებიდანსაქონლის გადმოტვირთვა ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთვა
1 ტონა – 15 ლარი
57
დაინტერესებულიპირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებიდანსაქონლის გადმოტვირთვა და ჩატვირთვა
1 ტონა – 25 ლარი
58
დაინტერესებულიპირის მოთხოვნით გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიიდან საქონლის დანიშნულებისადგილზე გადატანა
ქ. თბილისის ადმინისტრაციულსაზღვრებში:
400 კგ-მდე ტვირთი– 35 ლარი
1300 კგ-მდე ტვირთი– 65 ლარი
6500 კგ-მდე ტვირთი– 125 ლარი
ქ. თბილისის ადმინისტრაციულისაზღვრების გარეთ:
400 კგ-მდე ტვირთი– 35 ლარი + 0.90 ლარი ყოველ 1 კმ-ზე
1300 კგ-მდე ტვირთი– 65 ლარი + 1.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე
6500 კგ-მდე ტვირთი– 125 ლარი + 2.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე
59
გადასახადის გადამხდელისმოთხოვნით მის მიერ წარდგენილი საქონლის რაოდენობის განსაზღვრა
1 კგ – 0.025 ლარი
1 მ3 – 0.10 ლარი
1 მ – 0.10 ლარი
1 ცალი – 0.01 ლარი
60
გადასახადის გადამხდელისმოთხოვნით სეს ესნ კოდის დადგენა
1 სახეობის ობიექტი– 15 ლარი
61
გადასახადის გადამხდელისმოთხოვნით მის მიერ წარდგენილი მოძრავი ქონების (საქონლის) საბაზრო (საცალო, საბითუმო)ან/და საბაჟო ღირებულების განსაზღვრა
1 სახეობის ობიექტი
100 ლარამდე –10 ლარი
100-დან 10 000ლარამდე – 25 ლარი
10 000 ლარის ზევით– 150 ლარი
62
გადასახადის გადამხდელისმოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ ჩათვლით) საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულებისგანსაზღვრა
1 ავტომობილი სესესნ კოდით – 40 ლარი
63
გადასახადის გადამხდელისმოთხოვნით სატვირთო ავტომობილის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და საბაჟო ღირებულებისგანსაზღვრა
1 ავტომობილი სესესნ კოდით –
80 ლარი
64
გადასახადის გადამხდელისმოთხოვნით შერეული საქონლის საბაჟო ღირებულების დადგენა
5000 ლარამდე –ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა
5000-დან 100000 ლარამდე – 150 + 5000 ლარის ზევით თანხის 2%
100 000-დან 1000 000 ლარამდე – 2050+100 000 ლარის ზევით თანხის 1%
1 000 000 ლარისზევით – 0,8%
65
გაფორმების ეკონომიკურზონაში სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ დეკლარაციის შევსება
სამუშაო დღის16 საათიდან
18 საათამდე ჩაბარებულიდოკუმენტების შემთხვევაში – 50 ლარი
18 საათიდან მეორე სამუშაო დღის 09 საათამდე ან არასამუშაო დღის განმავლობაში ჩაბარებულიდოკუმენტების შემთხვევაში – 150 ლარი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური